მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი ვაშინგტონში ბაიდენს შეხვდება

63a2ac8c97ce7
მარიამ ვარადაშვილი
21.12.22 10:38
570
ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საზღვარგარეთ პირველ ოფიციალურ ვიზიტს გამართავს. უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში ჩავა და პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდება. როგორც CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ს კონგრესსაც მიმართავს.

მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში ბაიდენი დამატებით 1.8 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების შესახებაც განაცხადებს. შედეგად, აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება ჯამში 20 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ვიზიტის ზუსტი დღის წესრიგი უცნობია.

ინფორმაციისთვის, გუშინ ზელენსკი დონბასში ქალაქ ბახმუტში ჩავიდა, სადაც საბრძოლო მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ბახმუტში უკრაინის პრეზიდენტი ჯარისკაცებს შეხვდა და ჯილდოები გადასცა.