მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკიმ კონგრესმენებს უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვისკენ მოუწოდა

6223a9da5fa84
BM.GE
05.03.22 22:28
922
“მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, უკრაინას სჭირდება საჰაერო უსაფრთხოება და ამის მიღწევა შესაძლებელია უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დახურვით, ასევე საჰაერო უსაფრთხოება მიღწევადია ჩვენი სახელმწიფოსთვის იმ საბჭოთა წარმოების თვითმფრინავების მოწოდებით, რომლებიც ამჟამად ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებაშია,”- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ ონლაინ-კონფერენციაზე, რომელსაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრები ესწრებოდნენ.

გამოცემა "უკრინფორმის" თანახმად, პრეზიდენტმა კონგრესმენებს ასევე მოუწოდა რუსეთზე სანქციებით ზეწოლის გაძლიერებისკენ. მისი აზრით, ეფექტური იქნება აშშ-ში რუსული საქონლის იმპორტზე ემბარგო, ასევე რუსეთთან ვაჭრობის რეჟიმის შეცვლა.

ზელენსკიმ ისაუბრა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე. კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა რუსული არმიის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე: სკოლების, საცხოვრებელი კორპუსების, საბავშვო ბაღების, ეკლესიების დაბომბვაზე.

ვოლოდომირ ზელენსკიმ კონგრესმენებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ჰოლოკოსტის მემორიალის, ბაბინ იარის დაბომბვის თაობაზეც, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა.