მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

62b6efaf37860
ვიქტორია მღებრიშვილი
25.06.22 15:22
4941
უკრაინის პრეზიდენტმა 5 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები გაათავისუფლა.

პრეზიდენტის ოფისის ვებგვერდზე გავრცელებული შესაბამისი ბრძანებების მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იგორ დოლგოვი, სლოვაკეთში უკრაინის ელჩი იური მუშკუ, პორტუგალიაში უკრაინის ელჩი ინნა ოგნივეცი, ირანში უკრაინის ელჩი სერგეი ბურდილიაკი და ლიბანში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იგორ ოსტაშა გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის გაწვევის გადაწყვეტილება 1 მარტს მიიღო. ამავე დღეს იგორ დოლგოვმა განმარტა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მას კონსულტაციებისთვის იწვევდა. ამ დროიდან ელჩის მოვალეობას საქართველოში უკრაინის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი ანდრეი კასიანოვი ასრულებს. 31 მარტს კი უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან უკრაინის სრულუფლებიანი ელჩი სამშობლოში დააბრუნა.