მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ომის პერიოდში დეპოზიტების 100%-ით ანაზღაურების გარანტიას ითვალისწინებს

6255e7bc97dc4
ალა ისპირიანი
13.04.22 01:03
1274
უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ომის პერიოდში ბანკებში მოქალაქეების დეპოზიტების 100%-ით ანაზღაურების გარანტიას ითვალისწინებს.

როგორც სააგენტო იუწყება, ამის შესახებ უმაღლესი რადას დეპუტატმა ფრაქცია ხალხის მსახურმა, დანილო ჰეტმანცევმა დაწერა.

„უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს „უკრაინის ზოგიერთ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ფიზიკური პირების დეპოზიტების გარანტიის სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, 2022 წლის 1 აპრილს No2180-IX“, - წერს იგი.

აღნიშნული კანონი მოქალაქეების დეპოზიტების 100%-ით ანაზღაურებას ითვალისწინებს და ვრცელდება იმ ბანკებზე, რომლებიც ბაზრიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მიიღებენ.