მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკის არ მოუმართავს ჩვენთვის - შალვა პაპუაშვილი

623445c4b377a
BM.GE
18.03.22 12:34
855
"ზელენსკის არ მოუმართავს ჩვენთვის მოგვმართა „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“… მათ არცერთ ინიციატივას, რომელიც შეეხება უკრაინას, არც კი განვიხილავთ“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიის კითხვას, რომელიც საქართველოს პარლამენტისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაიანჩართვას შეეხებოდა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის არ ყოფილა. ჩვენ არანაირი ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ. ეს სამი კვირა ვაჩვენებთ ერთ რამეს, ჩვენ ორიენტირებულები ვართ რეალურ დახმარებაზე, განსხვავებით ოპოზიციის ამ ნაწილისგან, რომელიც მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩევა. რეალური დახმარება, რაც საქართველოს შეუძლია გაუწიოს, ეს არის ჩვენი ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენი ხმა ფასობს ზუსტად ისევე, როგორც სხვა ქვეყნების. ჩვენი რეალური დახმარება არის პოლიტიკური მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული დახმარება.

რაც შეეხება ზელენსკის მოსმენას, მგონი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ გერევათ ზელენსკიში, ზელენსკის არ მოუმართავს ჩვენთვის, მოგვმართა „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ არცერთ ინიციატივას, რომელიც შეეხება უკრაინას, „ქართული ოცნება“ არც კი განიხილავს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ხატია დეკანოიძე: ზელენსკი მზად არის ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საზოგადოებას