მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკის დაღუპვის შემთხვევაში უკრაინელებს "ხელისუფლების უწყვეტობის" გეგმა აქვთ – ბლინკენი

6224e301dd58b
BM.GE
06.03.22 20:31
6566
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დაღუპვის შემთხვევაში უკრაინელებს "ხელისუფლების უწყვეტობის" გეგმა აქვთ – ამის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა CBS–თან ინტერვიუში.

"უკრაინელებს აქვთ გეგმა, დეტალზე საუბარს მე არ ვაპირებ",– განაცხადა ბლინკენმა. მან ზელენსკი შეაქო კრიზისის დროს გამოჩენილი მართვის უნარების გამო.

მისი თქმით, ლიდერობა, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მთელმა მისმა ხელისუფლებამ აჩვენა, გამოხატავდა ძალიან მამაცი უკრაინელი ხალხის სახეს.