მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკის ინიციატივა - შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში მედიის ფლობა აეკრძალოთ

5dc920e26e2a2
მიხეილ ხაჩიძე
11.11.19 15:00
848
უკრაინის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტს ქვეყანაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მოსაწესრიგებლად ახალი კანონის შედგენა დაავალა. ვოლოდიმირ ზელენსკის  ბრძანება „სახელმწიფოს რეფორმირებისა და გაძლიერების გადაუდებელი ზომების შესახებ“ 9 ნოემბერს გამოქვეყნდა.


უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის პირველი პირის მოთხოვნაა,  მთავრობამ შეიმუშაოს კანონი, რომელიც მედია სტანდარტებს დაარეგულირებს; ამასთან, იბრძოლებს ყალბი ნიუსების გავრცელების წინააღმდეგ.



აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა  ყალბი სიახლეების  და პროპაგანდის წინააღმდეგ უკამყოფილება,  რომელიც ქვეყანაში ძირითადად რუსეთიდან ვრცელდება, არაერთხელ გამოხატა.


განკარგულების თანახმად, კანონმა უნდა განსაზღვროს სტანდარტები და აუკრძალოს რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში მედიის ფლობა ან დაფინანსება.

 

პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ახალი კანონი 2019 წლის ბოლოსთვის უნდა მიიღონ.