მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკის თქმით, აზერბაიჯანი მზადაა უკრაინას საგაზაფხულო ხვნა-თესვის სამუშაოებისთვის საწვავი მიაწოდოს

6241f3da52c1b
BM.GE
28.03.22 21:35
1683
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდომირ ზელენსკის განცხადებით, დღეს ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ესაუბრა, რომელსაც უკრაინაში არსებული ვითარება გააცნო. ზელენსკის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, აზერბაიჯანი მზადაა საომარ ვითარებაში მყოფ უკრაინას საწვავით მომარაგებაში კიდევ დაეხმაროს, რაც საგაზაფხულო ხვნა-თესვის სამუშაოებს ესაჭიროება. 

"მოლაპარაკება მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. ვაცნობე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ახალი დარტყმების შესახებ. განვიხილეთ მწვანე დერეფნების გადაუდებელი აუცილებლობა.

მადლობა გადავუხადე აზერბაიჯანის ჰუმანიტარული დახმარებისთვის და მზადყოფნისთვის საწვავის მოწოდებასთან დაკავშირებით, რაც საგაზაფხულო თესვის კამპანიას ესაჭიროება,"- ნათქვამია ვოლოდომირ ზელენსკის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.