მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაც უფრო კარგია ღვინო, მით უფრო კარგია ღვინის ქვაც" - Wine Diamond-მა ახალი ხაზი დაამატა

62a745ab64459
მარიამ იზორია
14.06.22 00:30
1118
ღვინის ქვის სამკაულების მწარმოებელმა ბრენდმა Wine Diamond-მა კოლექციებს ახალი ხაზი დაამატა. საუბარია „8 000-ზე“, რომელიც ერთ სამკაულში სხვადასხვა წლისა და რეგიონის ქვებს აერთიანებს.

სტარტაპის დამფუძნებელი თამუნა აბულაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ მას ქართული ღვინის ქვებისგან უნიკალური კოლექცია აქვს შეგროვებული, რომელიც 2017 წლიდან 2022 წლის მოსავლის ღვინოებისგან დამზადდა.

„ეს არის სრულიად უნიკალური და განსხვავებული სამკაულის ხაზი, რომელიც ერთ სამკაულში სხვადასხვა რეგიონისა და წლის ღვინის ქვას აერთიანებს. საინტერესოა იმითაც, რომ რეგიონებიდან, სხვადასხვა მარნიდან შეგროვებული მაქვს უნიკალური ქვები, რომელსაც სამკაულში ეტაპობრივად გამოვიყენებ...რაც უფრო კარგია ღვინო, შესაბამისად კარგია ღვინის ქვაც“, - ამბობს ის.

თამუნა აბულაძე Wine Diamond-ის საექსპორტო გეგმებზეც საუბრობს და როგორც აღნიშნავს, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში მოლაპარაკებას აწარმოებს.

„პარიზში, ნორმანდიაში, ბორდოში მოლაპარაკებები მქონდა. მათ ქართული ღვინის ქვის სამკაულები გავაცანი, ძალიან დიდი დაინტერესებაა, პროდუქტი უნიკალურია და ძალიან მოსწონთ. თვის ბოლოს კოპენჰაგენში მსოფლიო ბიზნეს თასზე მივდივარ, აღსანიშნავია, რომ Wine Diamond-ი Creative Business Ccup Georgia-ს გამარჯვებულია“, - აღნიშნავს სტარტაპერი.