მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია

638758f44b369
BM.GE
01.12.22 10:05
537
როგორც წესი, განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი კიბერთაღლითებისთვის წინასადღესასწაულო ვაჭრობის დროა. წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ამ პერიოდში კიბერდანაშაულის რაოდენობა იზრდება. კიბერთაღლითები აქტიურდებიან, ცდილობენ ბოროტად ისარგებლონ მყიდველების გაზრდილი ინტერესით და მოდუნებული ყურადღებით. როგორც წესი, თაღლითები ყალბი ვებ-გვერდებით, მავნე ბმულებით და სხვა მსგავსი ხერხებით ცდილობენ ადამიანის პერსონალური და ფინანსური ინფორმაცის მოპოვებას, თანხის გამოძალვას, ფინანსური ზიანის მიყენებას.

კიბერთაღლითობის შემთხვევა ყველაზე ხშირად თავად მსხვერპლის გაუფრთხილებლობის მიზეზით დგება. როგორც წესი, ადამიანი კიბერთაღლითს კონფიდენციალურ - ფინანსურ ინფორმაციას თავად უზიარებს.

იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევებისგან დავიცვათ საზოგადოება, აუცილებელია კიბერუსაფრთხოების თემაზე ცნობიერების გაზრდა. სწორედ ამას ემსახურება საქართველოს საბანკო ასოციაციის სოციალური კამპანია, რომელსაც ორი ძირითადი მესიჯი აქვს - ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია და გაფრთხილდი და გააფრთხილე.
მჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია ხაზს უსვამს იმას, რომ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს ფინანსურ ინფორმაციას, ვისწავლოთ სანდო და არასანდო ბმულების, შეტყობინებების, წერილების და ზარების გარჩევა, თავი დავიცვათ ორმაგი ვერიფიკაციით. რჩევების ჩამონათვალი ვრცელი შეიძლება იყოს, ამიტომ მთავარი რჩევა ერთია - მეტად დავინტერესედეთ კიბერუსაფრთხოების საკითხით და თავდაცვის საბაზისო წესებით. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ჩვენი ფინანსების უსაფრთხოებაც ჩვენს ხელშია.

გაფრთხილდი და გააფრთხილე კი სოციალური კამპანიის მესიჯია, ჩვენი სურვილია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიზიაროს კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა, გაფრთხილდეს და შემდგომ თავადაც გაუზიაროს ეს ინფორმაცია სხვას, გააფრთხილოს მეგობარი, კოლეგა, ახლობელი.

„ეს სოციალური ხასიათის კამპანიაა და მისი მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მათ შორის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს მივაწვდინოთ ხმა. მივესალმებით როგორც ფიზიკური პირების, ასევე კომპანიების ჩართვას საზოგადოებისთვის ამ მნიშვნელოვანი შეტყობინების გავრცელებაში“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.






ns