15.აპრილი .2022 22:00

"გვსურს საჩვენებელი საფუტკრე მეურნეობა შევქმნათ" - "თაფლი ლეჩხუმიდან"

"გვსურს საჩვენებელი საფუტკრე მეურნეობა შევქმნათ" - "თაფლი ლეჩხუმიდან"
views 1244
უკან

„თაფლი ლეჩხუმიდან“ საჩვენებელ საფუტკრე მეურნეობას შექმნის და ახალ საწარმოს აღჭურავს. აღსანიშნავია, რომ კომპანია GITA-ს 100 000-ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

როგორც bm.ge-ს „თაფლი ლეჩხუმიდან“ დაფმუძნებელმა გვანცა ჭაბუკიანმა განუცხადა, თანხა საწარმოს უახლესი დანადგარებით აღჭურვას, სერვისის განსახორციელებლად მაღალი გამავლობის მანქანის შეძენას, მეფუტკრეობის ტურიზმის განვითარებასა და ინოვაციურ პროდუქტებზე მუშაობას მოხმარდება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საწარმოს მშენებლობა დასრულებულია, უახლოეს პერიოდში კი საწარმოში HACCP-სტანდარტს დანერგავენ.

„ამ თანხას საჩვენებელ საფუტკრე მეურნეობის შექმნას მოვახმართ და საწარმოს, რომლის მშენებლობაც უკვე დავასრულეთ, უახლესი დანადგარებით მოვაწყობთ. აღნიშნული საწარმო ჩვენს რეგიონში ცოდნის გამავრცელებელი იქნება. გვსურს ადგილობრივ მეფუტკრეებს ისეთი სერვისები შევთავაზოთ, რომელიც ჩვენს რეგიონში არ არსებობს. განვავითაროთ ფუტკრის ტურიზმი. შევქმნათ ინოვაციური პროდუქცია, რომელსაც მომხმარებელი მალე იხილავს. გეგმებში ქსელურ მარკეტებში შესვლა და შემდგომ უკვე ექსპორტიც შედის“ - ამბობს გვანცა ჭაბუკიანი.

ცნობისთვის: „თაფლი ლეჩხუმიდან“ რამდენიმე სახეობის თაფლს, ყვავილის მტვერს, ფუტკრის რძეს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაციას კი საქართველოს მასშტაბით ახდენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა