ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე ახალი გზა შენდება, რომლის საშუალებით თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 სთ-ით შემცირდება და 6 სთ-ის ნაცვლად მგზავრობის დრო 4,5 სთ-ი იქნება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი, ინტენსიური სამუშაოები 5 ლოტზე ერთდროულად მიმდინარეობს და ამ დროისათვის მიწის სამუშაოები და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა ხორციელდება.
"ზემო იმერეთი-რაჭის გზის I ლოტის 3.5 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილ მე-7 ლოტზე სამუშაოების დაწყება და დასრულება დაგეგმილია 2021 წლისთვის. გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებულ ტყიან ზონაში მდ. ხეორიას ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500მ სიმაღლეზე მდებარეობს, არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება, ამ ეტაპზე გარკვეულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.
გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქ. ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქ. ონიდან 5 კმ-ით"-აცხადებენ სამინისტროში.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო სავარაუდო ღირებულება 105 000 000 ლარს შეადგენს. გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის დასრულება ეტაპობრივად 2021 წლისთვის არის დაგეგმილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას