მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზემო ლარსზე“ ჯავშანტრანსპორტიორი ბლოკპოსტის შესაქმნელად არ გაგზავნილა - RBC

633195a8aa56c
ვიქტორია მღებრიშვილი
26.09.22 16:13
1942
სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსზე“ ჯავშანტრანსპორტიორი ბლოკპოსტის შესაქმნელად არ გაგზავნილა - ამის შესახებ რუსულ მედიასაშუალება RBC-ს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სამმართველოში განუცხადეს.

„[ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ბლოკპოსტის შექმნის შესახებ ინფორმაცია] ეს ფეიკია. ჯავშანტრანსპორტიორი იმ მიმართულებით გადაადგილდება, თუმცა არა ბლოკპოსტის შექმნისთვის, ეს უხეშად რომ ვთქვათ, სარეზერვო ძალაა გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტებს ქვეყნის დატოვება საზღვარზე გარკვეული ფორმალობების დარღვევით და გამშვები პუნქტის გარღვევით მოუნდებათ. მხოლოდ ამ მიზნით. არანაირი ბლოკპოსტის მოწყობა არ იგეგმება“, - განაცხდეს სამმართველოს წარმომადგენლებმა.

"ამ დროისთვის სასაზღვრო გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს და არანაირი საომარი შეზღუდვა გასაწვევი ასაკის მამაკაცების საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არ ამოქმედებულა", - დასძინეს სამმართველოში.

ამავე დროს რუსეთის პრეზიდენტის პრესსმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, რუსეთის ფედერაციის საზღვრების დაკეტვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ უარყო. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

„ამის შესახებ არაფერი ვიცი. ამ დროისთვის არანაირი გადაწყვეტილება ამ საკითხთან (საზღვრების დაკეტვასთან) დაკავშირებით მიღებული არ არის“, - განაცხადა პესკოვმა და დამატებით კითხვას იგეგმება თუ არა საომარი ვითარების გამოცხადება ქვეყანაში, ანალოგიურად უპასუხა, რომ ამ დროისთვის არანაირი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული არ არის.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ განმარტავდა პრეზიდენტის პრესსპიკერი ავტომობილების სიების შესახებ, რომლებსაც საზღვრის კვეთა ეკრძალებათ, პესკოვმა განაცხადა, რომ გავრცელებულ ინფორმაციას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან ფეიკი უფრო მეტია, ვიდრე სწორი ინფორმაცია.

ცნობისთვის, დღის განმავლობაში Telegram არხის მეშვეობით ვრცელდებოდა "ზემო ლარსის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით მოძრავი ჯავშანტრანსპორტიორის კადრები.  

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა 21 სექტემბერს ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რის შემდეგად რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება მასობრივად დაიწყეს. RBC-ს ცნობით, მოქალაქეთა დიდი ნაკადების გამო "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტზე კილომეტრიანი რიგებია შექმნილი.