მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზემო მესტიის გზაზე კლდე ჩამოიშალა - გზა ორივე მიმართულებით ჩაიკეტა

61ae1817169fa
ინგა მურუსიძე
06.12.21 17:13
1135
ზემო სვანეთის გზაზე, მესტია-უშგული-ლასდილის 43-ე კილომეტრზე, კლდე ჩამოიშალა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, თუმცა ნაშალი კლდე იმდენად დიდია, რომ სავარაუდოდ, ხელოვნური აფეთქება გახდება საჭირო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას ინფორმაციით, გზა ორივე მხრიდან ჩახერგილია და მისი გახსნის ზუსტი დრო ამ ეტაპზე უცნობია.

მისივე ინფორმაციით, მუშაობა მაქსიმალურად სწრაფად მიმდინარეობს. სამუშაოებში გეოლოგებიც ჩაერთვებიან.