11.თებერვალი .2020 18:50

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

views 424
უკან

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობისთვის, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4–ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტს, მსოფლიო ბანკი დააფინანსებს. სამუშაოების ვადად 27 თვეა განსაზღვრული. წინადადებების ელექტრონულად მიღება 21 მარტს დაიწყება და 25 მარტს დასრულდება.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. გზა ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გავა რიკოთის გვირაბთან. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია და მოიცავს რამდენიმე გვირაბსა და ხიდს.

პროექტის ფარგლებში აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

ამ დროისთვის, პირველ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მიმდინარე წელს, ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზა გაიხსნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა