„ზერო ეფექტი“ წარმოადგენს სივრცეს, სადაც თავს ეკო მეგობრული პროდუქცია იყრის, მათ შორისაა ბამბუკის კბილის ჯაგრისი და ნაჭრის ჩანთა, რომელიც პროდუქტების შეძენისას ერთჯერადი პარკის ჩანაცვლებაში დაგეხმარებათ.
„კონცეფცია გულისხმობს ნარჩენების მაქსიმალურად შემცირებას და არსებული რესურსების ისე გარდაქმნას, რომ ყოველდღიური ნარჩენი ნულამდე დავიყვანოთ. ჩვენს სივრცეში განთავსებულია პროდუქცია, რომელიც ადამიანს დაეხმარება ყოველდღიურობაში ჩაანაცვლოს პლასტმასი და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა შეამციროს; ჩვენი მიზანია,რაც შეიძლება მეტ ქართველ მეწარმეს გაუჩნდეს სტიმული და გარემოსთან მეგობრული პროდუქცია დაამზადოს“, - აღნიშნა BM.GE-სთან საუბრისას „ზერო ეფექტის“ თანადამფუძნებელმა თაკო ბარამიძემ.
სივრცეში, რომელიც მელიქიშვილის 7 ნომერში მდებარეობს, წარმოდგენილია სხვადასხვა კომპანიის პროდუქცია, მათ შორისაა: „საპო“, რომელიც აწარმოებს ბავშვის ხელნაკეთ საპნებს და „რინგო“, რომელიც ძაღლის პატრონებისთვის „გარემოსთან მეგობრულ“ ჩანთებს, ბიოდეგრადირებად პარკებს წარმოგვიდგენს.
„ჩვენს სივრცეში წარმოდგენილი პროდუქციის უმეტესობა საქართველოში იწარმოება, თუმცა გარკვეულ ნაწილზე გვიწევს, რომ იმპორტს მივმართოთ“ - აღნიშნა „ზერო ეფექტის“ თანადამფუძნებელმა.
სირთულეებზე საუბრისას, თაკო ბარამიძემ აღნიშნა, რომ პროექტის ინოვაციურობა, თავის მხრივ, რისკს ითვალისწინებდა, თუმცა დროთა განმავლობაში, ეს ბარიერი გადაილახა.
„თემა ძალიან ახალი იყო და არ ვიცოდით, მიიღებდა თუ არა ქართველი მომხმარებელი; თუმცა მგონია, რომ ეს გადავლახეთ. საწყის ეტაპზე, მომხმარებლების 80% უცხოელები გვყავდა; ახლა უკვე რაოდენობით ქართველები გაუთანაბრდნენ და გადააჭარბეს კიდეც, რაც ძალიან გვახარებს“, - აღნიშნა თაკო ბარამიძემ.
ამასთან, „ზერო ეფექტს“ სურს სამომავლოდ ე.წ Bulk shop დაამატოს, სადაც მომხმარებლები საკვებ პროდუქტებს შეფუთვის გარეშე, საკუთარი ჭურჭლის დახმარებით შეიძენენ.
ცნობისთვის: „ზერო ეფექტი“ უკვე 1 წელია ბაზარზე ოპერირებს. თაკო ბარამიძის გარდა, კომპანიას კიდევ 2 დამფუძნებელი - ანი ჭყოიძე და ანა ქვალაძე ჰყავს, სივრცეში კი სულ 7 ადამიანია დასაქმებული. ამასთან, გარდა ადგილზე მისვლისა, მომხმარებელს პროდუქციის „გლოვოს“ საშუალებით გამოწერაც შეუძლია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ