12.თებერვალი.2019 23:10
საზოგადოება

ზესტაფონის მერი თანამდებობას ტოვებს

ზესტაფონის მერი თანამდებობას ტოვებს
ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე თანამდებობას ტოვებს.

Kutaisipost-ი ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს ეკა დუგლაძეზე დაყრდნობით წერს, რომ მერმა ეს გადაწყვეტილება ზესტაფონში მიმდინარე პროცესების გამო მიიღო, თუმცა, რა პროცესებზეა საუბარი არ დაუკონკრეტებია.

„მერმა გადაწყვიტა რომ განცხადება დაწეროს და წავიდეს. ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო და როგორც ამბობს, არ შეცვლის. ჩანს „ოცნების“ გუნდმა გადაწყვიტა ქვეყანა თავისებურად დაალაგოს და ამ გუნდში არ აღმოჩნდა ისეთი ღირსეული ადამიანის ადგილი, როგორიც კახაბერ მახათაძეა. ის არ დაეთანხმა მიმდინარე პროცესებს და მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - ამბობს ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თანამდებობა ოთხი თვის წინ მერის მოადგილემ ბესიკ ლეონიძემაც დატოვა. პარალელურად, მის ადგილზე ახალი ვიცე-მერი დაინიშნა. ლეონიძე ფეროშენადნობთა ქარხნის თანმაშრომელმა ელგუჯა კვეტენაძემ ჩაანაცვლა.

ბესიკ ლეონიძემ გადაგომის თაობაზე განცხადება თავად დაწერა. თუმცა, „ქუთაისიპოსტის“ ინფორმაციით, მან ეს "დავალება" ცენტრიდან მიიღო. „ქუთაისიპოსტის“ ინფორმაციითვე, პოსტის დატოვებას მერსაც აიძულებდნენ. თუმცა, მაშინ კახაბერ მახათაძემ ეს "დავალება" არ შეასრულა.

ცნობისთვის: მაშინ ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის თანამდებობიდან შესაძლო წასვლაზე მერიის ადმინსტრაციული სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებდა. თუმცა, აცხადებდა, რომ თუკი კახაბერ მახათაძე პოსტს დატოვებდა, მერიის ბევრი თანამშრომელიც ანალოგიურად მოიქცეოდა.
"თუკი ქალაქის მერი წავა, ჩვენც წავალთ", – ამბობდა ეკა დუგლაძე.

ზესტაფონში მერის გადადგომას ერთი წელია ითხოვენ. კახაბერ მახათაძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მერიის შენობაში გასული წლის სექტემბერში დაიწყო, რომლსაც ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი, მერიის შენობაში შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს. მოშიმშილეები ზესტაფონის მერს კორუფციაში ადანაშაულებდნენ.

მოგვიანებით, გიორგი გოგლიჩიძემ ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მისი თქმით, მოქმედი მერისა და ყოფილი თანამშროლების საუბარი ისმის. აუდიო ფაილში, სადაც, სავარაუდოდ, კახა მახათაძე იმ ადამიანებს ესაუბრება, რომლებიც მისი პოსტზე არჩევის შემდეგ ზესტაფონის მერიიდან გაათავისუფლა, პროკურატურაში უკვე წარდგენილია.

კახაბერ მახათაძე არჩეული მერია, ის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.

წყარო: Kutaisipost

24.აპრილი.2019 20:00
48

თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს ვერ ემსახურება

ვრცლად
24.აპრილი.2019 15:30
279

რას უკავშირებს GDI ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტზე მთავრობის გააქტიურებას?

ვრცლად
24.აპრილი.2019 14:43
244

მძღოლებს ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით ქულები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე ჩამოაკლდებათ

ვრცლად
24.აპრილი.2019 13:40
87

მამუკა ბახტაძე: განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ

ვრცლად
24.აპრილი.2019 13:17
103

პანკისში, სადაც დაპირისპირება მოხდა, პოლიციის დროებითი საგუშაგოს მონტაჟი მიმდინარეობს

ვრცლად
24.აპრილი.2019 13:07
111

რა უნდა გაითვალისწინოთ კვერცხისა და ხორცის ყიდვისას - FAO–ს და სეს-ის რეკომენდაციები

ვრცლად