17.ოქტომბერი .2020 15:24

ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობას 25 მილიონი მოხმარდება

views 287
უკან

წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ ზესტაფონში დაგეგმილ წყალმომარგების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

ადგილობრივი მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი მოხმარდება.

დღეის მდგომარეობით ზესტაფონში არსებული მაგისტრალური მილი ამორტიზებულია და ინფრასტრუქტურის განახლებას საჭიროებს. მოსახლოება კი ჭებით სარგებლობს და ქალაქის ძირითად ნაწილს წყალმომარაგება შეზღუდვით მიეწოდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების,სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა. ასევე, გათვალისწინებულია მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

სამუშაოების დასრულების შედეგად, ზესტაფონში მცხოვრები 10 000 ოჯახი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა