ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის თეატრონის მშენებლობა - რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისმა ღირებულებულებამ 1.040 მლნ ლარი შეადგინა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "სს სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთის" შეასრულა.
მერიის ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად მასპინძლობს ხალხური და ლირიკული სიმღერების ფესტივალს „სულიკო“, რომელიც სოფელ ცხრაწყაროში, ღია თეატრონზე იმართება. თეატრონის რეაბილიტაციის ფარგლებში კი განახლდა არსებული ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ფესტივალი უფრო მასშტაბური გახდეს.
რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა სცენა, გაიზარდა არსებული სამაყურებლო სივრცის მოცულობა და შესაძლებელი გახდა გადახურვა, ეზოს კეთილმოწყობა და შემოღობვა.
გასახდელ ოთახებში მოეწყო ვერანდები, სცენა კი ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა. თეატრონის ტერიტორიაზე გაკეთდა დეკორატიული ბეტონის ბილიკები და განთავსდა ეზოს სკამები. სივრცე მოიცავს განათებებსაც. მოეწყო ასევე ლითონის ღობე, რომელზეც სიმბოლურად დატანილია "სულიკოს" მელოდიის ნოტები.
ობიექტის ოფიციალურად გახსნისა და ფესტივალის განახლებულ სივრცეში მოწყობის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება