მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი სვანიძეს მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

5fce008402025
BM.GE
07.12.20 14:13
910
"ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა აბდელატიფ გედირამ საბჭოს პრეზიდენტ გიორგი სვანიძეს გაწეული საქმიანობისთვის, საბჭოს განვითარებისა და უფრო ძლიერ ორგანიზაციად ჩამოყალიბებისთვის მადლობა გადაუხადა.

გედირამ ასევე აღნიშნა, რომ გიორგი სვანიძის დახმარებით, გასულ წელს საბჭო ღირსეულად გაუმკლავდა COVID19 ინფექციასთან დაკავშირებულ ყველა გამოწვევას. სწორედ ამიტომ „ზეთისხილის სართაშორისო საბჭოს 60 წლიანი ისტორიის მანძლზე, წელს პირველად მიიღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება - გიორგი სვანიძე ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით იქნა არჩეული.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2021 წელს „ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს" მე-60-ე საიუბილეო სესია საქართველოში გაიმართება.

(R)