მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზღვაში ბანაობისას პირბადეს არავინ მოგთხოვთ - ამირან გამყრელიძე

60b5eb74b161d
ინგა მურუსიძე
01.06.21 12:17
671
"ზღვაში ბანაობისას პირბადეს არავინ მოგთხოვთ, მაგრამ ბულვარში სეირონობისას - კი",  - განაცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

„პირბადის ტარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იყო. NCDC დაამუშავებს რეკომენდაციებს, გარე სივრცეებში პირბადის გონივრული ტარების შესახებ ანუ იმ ადგილების შესახებ, სადაც მათი გაკონტროლება მაქსიმალურად აუცილებელი იქნება.

გასაგებია, რომ სოფელში, ტყეში, მარტო როცა ხართ, პირბადის გაკეთებას არავინ მოგთხოვთ, მაგრამ თუ ხართ ისეთ ადგილას, სადაც მასობრივი შეკრებაა, იქ პირბადე უნდა გაიკეთოთ. სანაპიროს რაც შეეხება, ზღვაში ბანაობისას პირბადეს არავინ მოგთხოვთ, მაგრამ თუ ბულვარში სეირნობთ, სადაც ბევრი ხალხია, პირბადე უნდა გეკეთოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.