მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზღვისპირეთში კაფე-ბარების, კლუბების თანამშრომლებს COVID-19-ზე ტესტირებები ჩაუტარდებათ

5f3ce1ef99dd7
ინგა მურუსიძე
19.08.20 12:05
650
შავი ზღვისპირეთში კაფე-ბარების, კლუბების მომსახურე პერსონალს კორონავირუსზე ტესტირებები ჩაუტარდებათ, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

„რაც შეეხება ტურისტულ რეგიონებს, შავიზღვის პირეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიზნობრივ ჯგუფებს დაემატოს იმ პირთა წრე, რომლებსაც ტურისტებთან აქვთ შეხება. ასეთ წრეს განეკუთვნებიან კაფე-ბარების, კლუბების და ა.შ. მომსახურე პერსონალი, რომლებიც დაექვემდებარებიან ინტენსიურ ტესტირებას, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.