მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზიმბაბვემ 21-დღიანი კარანტინი გამოაცხადა

5e81d14c7ad95
ნათია თაქთაქიშვილი
30.03.20 15:25
621
ზიმბაბვემ დღეიდან 3-კვირიანი კარანტინი გამოაცხადა. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილება COVID-19-ის გავრცელების მასშტაბების შემცირებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ზიმბაბვეს პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზიმბაბვეს COVID 19-ის მცირე შემთხვევები აქვს, ის შიშობს, რომ სიტუაცია გაუარესდება.

30 მარტის მდგომარეობით, ზიმბაბვეში კორონავირუისთ ინფიცირების მხოლოდ 7 შემთხვევაა გამოვლენილი და გარდაცვლილია 1 ადამიანი.

მოსახლეობის ნაწილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ მიესალმება, რადგან ზიმბაბვეს მეტწილად არაოფიციალური ეკონომიკა აქვს. მოსახლეობა შეშფოთებულია იმასთან დაკავშირებით თუ როგორ იმოქმედებს კარანტინი მათ საარსებო საშუალებებზე.

„კარანტინი არ წარმოადგენს COVID-19-ის გადაჭრის ერთადერთ გზას, ქვეყანაში აუცილებლად უნდა იქნას გატარებული სხვა ზომებიც, როგორიც არის ინფიცირებულთა სწრაფი ტესტირება. ასევე სამედიცინო პერსონალი დემოტივირებული რჩება, რადგან მათ არ გააჩნიათ შესაბამისი აღჭურვილობა,” - განაცხადა დოქტორ ფორტუნ ნიამენდმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა.