მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზოდმა" ორ დღეში ონლაინ მაღაზია აამოქმედა - ნატა ნოღაიდელი

5e81e9bfcf504
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.20 23:00
3603
სარემონტო მასალების მწარმოებელმა და რეალიზატორმა კომპანიამ „ზოდმა“ ბიზნესი ორ დღეში გადააწყო და მომხმარებლებისთვის ონლაინ მაღაზია აამოქმედა.

ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის მარკეტინიგის სამსახურის ხელმძღვანელმა ნატა ნოღაიდელმა განუცხადა.

მისი თქმით, ონლაინ გაყიდვებზე გადასვლის გადაწყვეტილება კომპანიისთვის მარტივი მათი პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე არ აღმოჩნდა, თუმცა კმაყოფილები არიან რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

„მთავრობის რეკომენდაციით, 20 მარტიდან ჩვენმა შოურუმებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში.

2 დღეში ჩვენი რესურსის მაქსიმალური მობილიზება გავაკეთეთ, გავმართეთ საიტი, პროდუქცია ავტვირთეთ სრულად, 100%-ით და გვყვავს დისტანციური გაყიდვების აგენტები, რომლებიც ტელეფონით, მეილით, ფეისბუქის ჩათის საშუალებით პატარა ვიდეოებს უღებენ პროდუქციას და მომხმარებელთან მაქსიმალური კონტაქტი აქვთ, მათ ჩვეულებრივ კონსულტაციას უწევენ, ოღონდ დისტანციურად და შეკვეთის გაფორმებიდან 3 დღეში ხდება, ჩვენი პროდუქციის მიწოდება.

მაქსიმალურად ვართ მოქნილები და პროდუქციაზე ფასი არსებულ სიტუაციაში არ გაზრდილა.

ძალიან რთული იყო გადაწყობის პერიოდი, 24-საათიან რეჟიმში ჩართული ვიყავით ამ პროცესში. თავდაპირველად იმას ვფიქრობდით ღირდა თუ არა ონლაინ გაყიდვების წარმოება, ჩვენი პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუმცა როდესაც ჩავუშვით ეს დისტანციური გაყიდვები და მანამდე როდესაც გავაკეთეთ კვლევა, მოთხოვნა სარემონტო მასალებზე არ წყდებოდა, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ სწორად მოვიქეცით, იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში ყველაფერი იქით მიდის, რომ ონლაინ გაყიდვები იყოს გააქტიურებული“, - ამბობს ნატა ნოღაიდელი.

„ზოდის“ მარკეტინგის მენეჯერის ინფრომაციით, გაყიდვებში ზოგადი ფონიდან გამომდინარე კლება აქვთ.

„გაყიდვებში დაახლოებით 40-30%-იანი კლება შეინიშნება. აქვე უნდა გვესმოდეს რომ ჩვენი პროდუქტი არ არის წვრილი საყოფაცხოვრებო ნივთები, ეს არის საკმაოდ რთული და მოცულობითი პროდუქტები, მარმარილოს, ქვას და გრანიტს სჭირდება სპეციალისტის ჩართულობა, ასევე კარის შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი აზომვა და შემდეგ უკვე შესყიდვა და მონტაჟი შესაბამისად ჩვენი პროდუქტები საკმაოდ რთულია, თუმცა ჩვენგან დისტანციური მომსახურება ამ რეჟიმშიც არის სწრაფი და მოქნილი“, - განმარტავს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.

ნატა ნოღაიდელი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპანიას წარმოება არ შეუჩერებია და ითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ჯანდაცვის ორგანიზაციები იძლევიან.

„კომპანია იცავს უსაფრთხოების სტანდარტებს. ჩვენ ოქტომბრიდან დავიწყეთ ბუნებრივი გრანიტის ქვის წარმოება. მისი ფუქციონირება არ შეგვიჩერებია და უსაფრთხოების ნორმები არის მაქსიმალურად დაცული, როგორც თანამშრომლებისთვის ასევე დისტრიბუტორებისთვის.

დღეს, კომპანიაში საწარმოს ჩათვლით 250 ადამიანი არის დასაქმებული.

ჩვენ შევინარჩუნებთ ონლაინ გაყიდვების მიმართულებას, იმიტომ რომ ეს თანამედროვეობის ერთ-ერთი მოთხოვნაა“, - დასძინა მან.