მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზოგი აცრილი გათამამდა“ - პაატა იმნაძე

60939634a80c5
ვიქტორია მღებრიშვილი
06.05.21 11:30
7336
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ აცრის შემდეგ ადამიანებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან ინფიცირების რისკი კიდევ არსებობს.

ის განმარტავს, რომ Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, აცრა ავადობის სირთულეს ამსუბუქებს. ამის შესახებ მან „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში განაცხადა.

„გვაქვს შემთხვევები, როდესაც აცრის შემდეგ ადამიანები ავად გახდნენ, ვიღაც ინკუბაციურ პერიოდში იყო, როდესაც აიცრა... სხვათა შორის ზოგი აცრილი გათამამდა, მაგრამ ასე არ არის - აცრის მერე პირველი 2 კვირა პრაქტიკულად დაცული არ ხარ და თავს ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები ავად ხდებიან და საბედნიეროდ, ამ ადამიანებმაც კი მსუბუქად გადაიტანეს, რადგან აცრა თავის საქმეს მაინც აკეთებს, რადგან ინფიცირებულიც რომ იყოს ადამიანი და ჯერ არ იცოდეს, თუ აიცრება, მასაც კი უშველის და პროცესი უფრო მსუბუქად წავა“, - განმარტა პაატა იმნაძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების წინ ტესტის გაკეთება საჭირო არაა.