მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზოგი გადაიღალა ეტყობა და დასვენება უნდა" - ბეჟან წაქაძე უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლაზე

6419991795fab
BM.GE
21.03.23 15:47
651
„ზოგი გადაიღალა ეტყობა და დასვენება უნდა" - ასე აფასებს ოცნების დეპუტატი ბეჟან წაქაძე უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლას.

„ამილახვარი წავიდა მინისტრად, ეს რღვევაა? კოვზანაძეს მე როგორც ვიცი, აქვს თავისი გეგმები. ზუსტად არ ვიცი სად მიდის. სერგეენკომ ხომ თქვა გადავიღალეო და წავალ დავისვენებო. ზოგი გადაიღალა ეტყობა და დასვენება უნდა". - ამბობს ბეჟან წაქაძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ირაკლი კობახიძემაც გააკეთა.

„ირაკლი კოვზანაძის პარლამენტიდან გასვლა არანაირი ფორმით არ უკავშირდებოდა იმ კანონპროექტს, რომელიც იყო დაინიცირებული. მას ჰქონდა თავისი მიზეზი, თავად განმარტავს ალბათ. მას სურს კერძო სექტორში დაბრუნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტს ტოვებს საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე. ასევე გავრცელდა ინფორმაცია დავით სერგეენკოს და ვლადიმერ ჩაჩიბაიას წასვლის შესახებაც.