27.ნოემბერი .2019 11:38

“ზოგიერთ მიკროავტობუსს ძირი აქვს გავარდნილი” - კალაძის დავალება ვიცე-მერს

views 539
უკან

„ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, მიკროავტობუსების ამ მდგომარეობაში ხილვა მიუღებელია“, - ამის შესახებ განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ გააკეთა.

მან თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ ორი კვირის განმავლობაში წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდება მიკროავტობუსების ჩანაცვლება 2020-წლიდან.

„ზოგიერთ მიკროავტობუსს ძირი აქვს გავარდნილი და მძიმე მდგომარეობაშია. მე არ ვაპირებ კიდევ რამდენიმე წელი ველოდოთ, თუ როდის მოხდება ამ მიკროავტობუსების ჩანაცვლება. მინდა დავავლო ვიცე-მერს, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად, ორი კვირის განმავლობაში შესაბამის კომპანიასთან დაიწყეთ მოლაპარაკება და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი. თქვენ იცით, რომ ეს არის კერძო კომპანია და ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა ხელშეკრუოების გაფორმება, რომელიც 2030 წლმადეა, თუ არ ვცდები“, - აცხადებს კალაძე.