გამოწვევებიდან გამომდინარე ზოგიერთმა ბიზნესმა გარკვეული რესტრუქტურიზაცია უნდა გაიაროს, - ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ელგუჯა მელაძემ იმპორტის ჩამნაცვლებელი ადგილობრივი წარმოებების მნიშვნელობაზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, სწორია მთავრობის მიდგომა, რომ უნდა დავიწყოთ ფიქრი იმპორტის ჩამნაცვლებელ ადგილობრივი წარმოებების წახალისებაზე, თუმცა ამაზე მათ ფიქრი ადრე უნდა დაეწყოთ, რადგან მცირე დროში პირველადი საჭიროების პროდუქტების წარმოება რთულია.
„ახლა საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო, თუ ჩვენ არ შევქმენით ეს ყველაფერი სოფლის მეურნეობის ნაწილში, არ განვავითარეთ და არ ვაწარმოეთ, შემოდგომაც მალე მოვა და ფაქტია, რომ მოლოდინი გვაქვს სურსათის. მართალია მარაგები გვაქვს, მაგრამ ეს მარაგების ამოწურვადია და ჩვენ უნდა გვქონდეს ახალის წარმოების შესაძლებლობა. ამავე დროს ჩვენი ორიენტაცია რაც არის ჩვენი მთავრობის იმპორტული პროდუქცია, რომ ჩავანაცვლოთ ადგილობრივი წარმოებით. ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ ხომ შეიძლებოდა სტრატეგიულად ცოტა ადრე გვეფიქრა ამ ნაწილზე, ამიტომაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენთან არის ასევე მწარმოებელთა ფედერაციაც და სულ ვამბობთ, რომ ადგილობრივი წარმოება არის სერიოზული და კრიტიკული მიმართულება, რომელიც ქვეყანაში უნდა იყოს იმიტომ რომ თავიდან ამის დაწყვება არის ცოტა რთული ერთი-ორ კვირაში.
ამასთანავე, ამ გამოწვევებიდან გამომდინარე ზოგიერთმა ბიზნესმა გარკვეული რესტრუქტურიზაცია უნდა გაიაროს, იმიტომ რომ ახლა ბაზარი უკვე მოითხოვს, ისეთი გარკვეული პროდუქციის წარმოებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის თურმე პირველადი საჭიროების ყოფილა. ჩვენ თვითონ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყანა სასურსათო თუ სამედიცინო ატრიბუტიკით, მაგრამ თუ გაიზრდება მოთხოვნა შემოვიტანოთ იმპორტული. იმისთვის რომ ქვეყნამ იარსებოს და ეკონომიკა არ ჩამოგვენგრეს საერთოდ და ადამიანებს ჰქონდეთ გარანტია ადგილობრივი წარმოება უნდა განვითარდეს“, - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.
დამსაქმებელთ ასოციაციის პრეზიდენტი თვლის, რომ ყველა სახელმწიფო პროგრამა უმოკლეს პერიოდში უნდა გადაეწყოს.
„სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც არის მაგალითად სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები, აწარმოე საქართველოს პროგრამები, რომლებიც ახლა სწორედ სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი გადახედვა და ორიენტირება იმ მიმართულებების ხელშეწყობაზე, რომლებიც ქვეყნის გარკვეული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქნება გამოყენებული“, - განმარტა ასოციაციის პრეზიდენტმა.
როგორც ელგუჯა მელაძემ BM.GE-ის უთხრა, აპრილში მათ უკვე ექნებათ სურათი მათი წევრი კომპანიების აქტივობის ცვლილების შესახებ. როგორც ის აღნიშნავს, ბიზნესსუბიექტების აქტივობის შენელება თბილისში მოქმედ კომპანიებზე უფრო აისახა, ვიდრე რეგიონებზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის