მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზოგიერთმა სასტუმრომ შეიძლება ვერ მოასწრო მომზადება, მაგრამ უფლება აქვთ ნებისმიერ დროს გაიხსნან“ - თურნავა

60375fc33d778
ვიქტორია მღებრიშვილი
25.02.21 12:27
778
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ 25 თებერვლიდან ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში დღეიდან ამოქმედებულ შეზღუდვების შემსუბუქებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასტუმროების ნაწილმა ვერ მოასწრო გახსნისთვის მომზადება.

„დღეს შეზღუდვების შემსუბუქების პირველი დღეა. დღეიდან სასტუმროები გაიხსნა ზამთრის კურორტებზე. რა თქმა უნდა, ზოგიერთმა სასტუმრომ, შეიძლება, ვერ მოასწრო ამ დროისთვის მომზადება, მაგრამ მათ აქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაიხსნან. თუნდაც ბაკურიანში, გუდაურში, მესტიაში სეზონი გრძელდება. ხედავთ, რომ კლიმატური პირობები არ უწყობს ხელს რესტორნების ღია სივრცეებს, მაგრამ ხელს უწყობს ზამთრის კურორტებზე განლაგებულ სასტუმროებს მუშაობაში“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა 1 მარტიდან ბათუმში, ხოლო 8 მარტიდან დანარჩენ საქართველოში რესტორნების შიდა სივრცეები გახსნაზეც ისაუბრა და თქვა: „ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში შრომის ინსპექციასთან ერთად ვეხმარებით მათ, რომ მოამზადონ ეს დარგი გახსნისთვის“.

მინისტრის თქმით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამოქმედების პირობებში მოსამზადებელი პერიოდი დასჭირდა საქართველოს რკინიგზასაც, რომელიც 2 დღეში განაახლებს მარშრუტებს და განრიგს.

ნათია თურნავამ ბიზნესს ეპიდვითარების შენარჩუნების მიზნით პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„მთავარია, რომ დადებითი მუხტი და ტალღა შენარჩუნდებს და არ გაგვიუარესდეს ეპიდვითარება, ამიტომ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოვითხოვთ და ველოდებით ბიზნესისგან“, - თქვა მინისტრმა.