05.მარტი .2020 10:25

„ზოგიერთს ჰგონია, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური ნიშნით ირჩევს, წითელს და ყვითელს არ ემუქრება“

views 270
უკან

ზოგიერთ ჩვენს პოლიტიკურად ანგაჟირებულ კოლეგას ჰგონია, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საკმაოდ ეფექტურად და მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს მთავრობის და პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებები ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, თუმცა ეს მთავრობას მოდუნების საშუალებას არ აძლევს.

„ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის ის შედეგები, რომელსაც ვაღწევთ. კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა, არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა მოვეშვათ არც ერთი წამით და კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ჩვენი ეფექტურობა ერთობლივი ბრძოლით. მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ და მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს და ეს უნდა გავაკეთოთ სულ, ვიდრე ამ გამოწვევას ბოლომდე არ დავამარცხებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ზოგიერთ კოლეგას ჰგონია, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური აღწერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს ემუქრება ან ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება, ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება ირჩებს მაღალ მოქალაქეობრივ პოზიციას. ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. ამ ბრძოლაში ყველამ ერთად უნდა მოვახდინოთ ეკონომიკაზე, მოქალაქეებზე ამ გამოწვევის ზემოქმედების მინიმიზაცია“, - განაცხადა გახარიამ.