მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზოიძე: უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინა იმ ომის დასასრულებლად გვჭირდება, რომელშიც ახლა ვართ

60718f873ff8d
ლიკა გურაბანიძე
10.04.21 20:30
631

“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვაქცინა იმ ომის დასასრულებლად გვჭირდება, რომელშიც ახლა ვართ.” - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა ა​კაკი ზოიძემ “საქმიან დილაში” განაცხადა.

ზოიძის თქმითვე, სანამ სახელმწიფო რეალურ კამპანიას არ დაიწყებს, სადაც მესიჯები ერთიანი გზავნილებით ყველა სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული და შეთანხმებული იქნება, ვაქცინაციის კამპანიაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება გაუჭირდება. თუმცა კამპანიის არარსებობას გარკვეული შესაძლო მოტივით ხსნის.

“ეს შესაძლოა იმიტომ ხდება, რომ მოთხოვნა მიწოდებას შორის დისბალანსი არ მოხდეს. თუმცა კამპანია აქტიურად არ იწყება და ეს უკვე უდიდესი შეცდომაა. ჯობია ადამიანებს ვუთხრათ, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს ვაქცინები მოიპოვოს.” - განმარტა ზოიძემ.

ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტის თქმითვე, “ასტრაზენეკას” ვაქცინის მიმართ ატეხილი აჟიოტაჟი, აბსოლუტურად ხელოვნურია, მათ შორის ევროპაში.