მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზონალურ-საათობრივი პარკირება მთელ ქალაქში ამოქმედდება - კალაძე

5fe5e6c25cc04
ინგა მურუსიძე
25.12.20 17:28
1482

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება მთელ ქალაქში ამოქმედდება. როგორც დედაქალაქის მერმა, საკრებულოში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ თქვა, აღნიშნულმა საპილოტე პროექტმა გაამართლა და ადგილობივი მოსახლეობა კმაყოფილია.

„ამ პროექტის განხორციელება მთელ ქალაქში განხორციელდება. ყველა საპილოტე პროექტი, რომელიც განვახორციელეთ, წარმატებულია. ის მავნე პრაქტიკა, რომ წლობით ეყენა ავტომობილები და სერიოზულ პრობლემას ქმნიდა - აღმოიფხვრა. ბევრი კარგი რამ გააკეთა ამ პროექტმა. მთელ ქალქში ვაპირებთ ამ პროექტის დანერგვას, თუმცა ტარიფები რაიონების და ქუჩების მიხედვით განსხვავებული იქნება“ , - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ზონალურ-საათობრივი პარკირება საბურთალოზე რამდენიმე ქუჩასა და გამზირზე, ასევე ბარათაშვილის, კოტე აფხაზისა და აბანოს ქუჩების ნაწილზე, ასევე, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოქმედებს.ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით არის შესაძლებელი: ვებგვერდი - www.tp.ge, მობილური აპლიკაცია - TBILISI PARKING და სწრაფი გადახდის აპარატები (Pay Box).