მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კიდევ რამდენიმე უბანში ამოქმედდება

61f0f94bdf9b7
ინგა მურუსიძე
26.01.22 11:34
1629
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი მარტიდან კიდევ რამდენიმე უბანში ამოქმედდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ზონალურ-საათობრივი სისტემა ამოქმედდება მთაწმინდაზე, ჩუღურეთსა და დიდუბეში, ხოლო საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირებისთვის დამატებითი ადგილები გამოიყოფა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ უბნებში 1-ელი თებერვლიდან დაიდგმება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც მოქალაქეები ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

„ზოგადად, პრობლემა ის არის, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს აქვთ პრობლემები და საცხოვრებელი სახლის წინ ვერ აყენებენ ავტომობილებს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება სრულიად უფასო იქნება, მთავარია ავტომობილის რეგისტრაცია მოახდინოთ, რაც სწორედ საინფორმაციო ჯიხურების მეშვეობით შეგიძლიათ. შშმ პირთათვის და ელექტრომობილებისთვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები, სადაც პარკირება უფასო იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დიდუბის რაიონში მოიცავს წერეთლისა და ცაბაძის ქუჩებს, ჩუღურეთში 13 ქუჩაზე გამოიყოფა 400-სზე მეტი საპარკინგე ადგილი, მთაწმინდაზე, თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე 32 ქუჩაზე გამოიყოფა 1116 ადგილი, საბურთალოზე სონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება კიდევ სამ ქუჩაზე, ესენია ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ჩაილულის ქუჩები.