01.აპრილი .2020 22:00

Zoom-ი აცხადებს, რომ მომხმარებელთა უსაფრთხოება სრულიად დაცულია

views 462
უკან

ვიდეოკონფერენციების პროგრამა Zoom-ი აცხადებს, რომ მომხმარებელთა უსაფრთხოება სრულიად დაცულია. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციაზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით საგრძნობლად მას შემდეგ გაიზარდა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე და ონლაინ სწავლაზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მას შემდეგ რაც Zoom-ის მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი ლეტიცია ჯეიმსი დაინტერესდა რამდენად არის დაცული მომხმარებელთა უსაფრთხოების ნორმები და წერილობით მიმართა Zoom-ის ადმინისტრაციას, თუ რამდენად იცავენ მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას.

ამის საპასუხოდ, კომპანიის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ Zoom-ი თავისი მომხმარებლების კონფიდენციალურობას, უსაფრთხოებას და ნდობას უკიდურესად სერიოზულად უყურებს.

"Covid-19-ის პანდემიის დროს, ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ საავადმყოფოები, უნივერსიტეტები, სკოლები და ბიზნესის სხვადასხვა სექტორები მსოფლიოს მასშტაბით უწყვეტად იყვნენ დაკავშირებულები. ჩვენ ვაფასებთ ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ჩართულობას ამ საკითხებთან დაკავშირებით და მოხარული ვართ, რომ წარმატებით მივაწოდეთ მისთვის საჭირო ინფორმაცია", - დასძინა კომპანიის პრეს-სპიკერმა.