23.ნოემბერი .2020 22:35

Zoom-ი მადლიერების დღესთან დაკავშირებით მომხმარებელს საჩუქარს უმზადებს

Zoom-ი მადლიერების დღესთან დაკავშირებით მომხმარებელს საჩუქარს უმზადებს
views 879
უკან

ვიდეოკონფერენციების პლატფორმა Zoom-ი მადლიერების დღესთან დაკავშირებით მომხმარებელს საჩუქარს უმზადებს. კერძოდ, ის წუთებზე შეზღუდვას დროებით მოხსნის.

ცნობისთვის, Zoom-ის გამოყენების ლიმიტი ერთჯერადად 40 წუთს შეადგენს, შემდეგ კი უკვე ფასიანია. აღნიშნულ შეზღუდვას კომპანია მადლიერების დღეს, 26 ნოემბრის ღამის 00:01 საათიდან მეორე დღის 06:00 საათამდე მოხსნის. შესაბამისი განცხადება Twitter-ზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, Zoom-ი პანდემიის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, რომლის დამფუძნებლის ერიკ იუანის ქონება გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასე მაგალითად, აპრილში, როდესაც იუანი Forbes-ის მილიარდერების სიაში მოხვდა, მისი ქონება $5.5 მილიარდი იყო, ივლისში კი $11 მილიარდი, ხოლო ოქტომბერში $22 მილიარდამდე გაიზარდა. ამჟამად Zoom-ის დამფუძნებლის ქონება დაახლოებით $17 მილიარდადაა შეფასებული.