მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Zoom-ი მიმდინარე წელს შემოსავლების 40%-იან ზრდას ელოდება

603e20e5bb1ab
ნათია თაქთაქიშვილი
02.03.21 22:45
693
ვიდეოკონფერენციების პლაფტორმა Zoom-ი მიმდინარე წელს შემოსავლების 40%-იან ზრდას ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Zoom-ის ხელმძღვანელი ერიკ იუანი აცხადებს, რომ პლატფორმაზე მოთხოვნა მიმდინარე წელსაც შენარჩუნდება, რადგან დისტანციურად მუშაობა 2021-შიც აქტუალური იქნება.

კომპანიის პროგნოზით, მიმდინარე წელს Zoom-ის შემოსავლები 3.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. აღნიშნული პროგნოზის საფუძველზე, კომპანიის აქციებზე ფასი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 6%-ით გაიზარდა.

„ჩვენ ვერ ვიფიქრებდით, რომ ვიდეოკონფერენციების პლატფორმა მიმდინარე წელსაც ისეთივე დიდი მოთხოვნით ისარგებლებდა, როგორც შარშან, თუმცა ბიზნესი ბაზარზე პოზიციონირებას ისევ ძლიერად განაგრძობს“, - განაცხადა ერიკ იუანმა.

ცნობისთვის, გასული წლის ბოლო კვარტალში კომპანიის შემოსავლები 370%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 882.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.