19.აპრილი .2021 21:05

Zoom-ი ტექნოლოგიების განვითარებაზე $100 მილიონს დახარჯავს

Zoom-ი ტექნოლოგიების განვითარებაზე $100 მილიონს დახარჯავს
views 592
უკან

ვიდეოკომუნიკაციების პლატფორმა Zoom-ი ტექნოლოგიების განვითარებაზე $100 მილიონს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ვიდეოკომუნიკაციების პლატფორმა აღნიშნული მიზნით სპეციალურ ფონდს დააარსებს, საიდანაც საწყის ეტაპზე, ეტაპობრივად 250,000-დან 2,5 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციები განხორციელდება.

როგორც Zoom-ის მთავარი ფინანსური ოფიცერი კელი სტეკლბერგი აცხადებს, აღნიშნული თანხები Zoom-ის ვიდეოკონფერენციების აპლიკაციის დამატებითი ფუნქციების შექმნას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმა კორონავირუსის პანდემიის გამო გასული წლიდან განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს, რადგან მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დისტანციურად სწავლასა და მუშაობაზე გადავიდა.