მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Zoom-ის მოგება გაორმაგდა

5f4e2578c0eff
ნათია თაქთაქიშვილი
01.09.20 15:30
891
ვიდეოკონფერენციების პოპულარული აპლიკაცია Zoom-ის მოგება გაორმაგდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

31 ივლისის მონაცემებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში კომპანიის შემოსავლები 355%-ით გაიზარდა და 663.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსებს მოლოდინი 500.5 მლნ აშშ დოლარის შემოსავალზე ჰქონდათ.

რაც შეეხება კომპანიის მოგებას, მან 186 მილიონი დოლარი შეადგინა. 

აღსანიშნავია, რომ Zoom-ის მომხმარებელთა რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 458%-ით გაიზარდა, რადგან ვიდეოკონფერენციების აპლიკაცია დისტანციურად მომუშავე მოქალაქეებში ისევ მოთხოვნადია. 

BBC-ის მიხედვით, ასევე, გაზრდილია Zoom-ის აქციების ღირებულება. ორშაბათის მონაცემებით, კომპანიის ერთი აქციის ღირებულებამ 325.10 აშშ დოლარი შეადგინა.