24.აპრილი .2020 00:15

Zoom-მა აპლიკაცია განაახლა

Zoom-მა აპლიკაცია განაახლა
views 2498
უკან

ვიდეოკონფერენციების პროგრამა Zoom-მა აპლიკაცია განაახლა, მას შემდეგ რაც კომპანია უსაფრთხოების ზომების არაჯეროვან დაცვაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ ინფრომაციას BBC-ი ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, Zoom 5.0 მოიცავს განახლებულ დაშიფვრის მახასიათებლებს, რომელიც ეხმარება პროგრამას უკეთესად დაიცვას მონაცემები და თავიდან აიცილოს ეგრეთ წოდებული"Zoombombing-ი", რომელიც კონფერენციაში გაუთვალისწინებელი პირების ჩართვას გულისხმობს.

”დარწმუნებული ვარ, დავიმსახურებთ ჩვენი მომხმარებლების ნდობას და მათ ბედნიერებას მივანიჭებთ პლატფორმის უსაფრთხოების უზრუნველყოფით,”- განაცხადა Zoom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ იუანმა.

აღსანიშავია, რომ შედარებით ადრე ელონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა ვიდეოკონფერენციების პროგრამა Zoom-ი აკრძალა. კომპანიამ მიიჩნია, რომ Zoom-ი ვერ უზრუნველყოფდა მომხმარებელთა კონფიდენციალურობას და უსაფრთხოებას სათანადო დონეზე.