მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზოომარტი" 26 აპრილიდან გაურკვეველი ვადით იხურება - კომპანიის განცხადება

5ea13f402984f
ვიქტორია მღებრიშვილი
23.04.20 11:19
1557
ზოომაღაზიების ქსელი „ზოომარტი“ 26 აპრილიდან გაურკვეველი ვადით იხურება, - განცხადებას ამის შესახებ კომპანია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი სატრანსპორტო შეზღუდვებია, რომლის გამოც კომპანიის თანამშრომლებს სამსახურებამდე მისვლის პრობლემები შეექმნათ. პრობლემებია ასევე პროდუქციის ტრანსპორტირების მიმართულებითაც.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რამდენიმე ფილიალი დღეიდანვე შეწყვეტს მუშაობას.

BM.GE ზოომაღაზიათა ქსელის “ზოომარტის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გატყობინებთ რომ კვირას, 26 აპრილიდან ჩვენი კომპანიის 12-ივე ფილიალი გაურკვეველი ვადით დაიკეტება.
მე-7 დღეა ჩვენს კონსულტანტებს ყოველდღიურად უწევთ ფეხით 10 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა, რათა ვუზრუნველყოთ ფილიალების ფუნქციონირება. ამ დრომდე შესაბამისი უწყებებიდან არ მიგვიღია ნებართვა რომ მოვახდინოთ მათი უსაფრთხო, კერძო მიკროავტობუსით ტრანსპორტირება ფილიალებამდე და სამუშაო დღის ბოლოს უკანა გზაზე, სახლებში.

სამწუხაროდ, ანალოგიური სიტუაციაა ინტერნეტ გაყიდვებთან დაკავშირებით. არ გვეძლევა საშვი რომ განვახორციელოთ შეკვეთების საკურიერო მომსახურება.

გვესმის რომ ქვეყანაში შექმნილია რთული ვითარება, სახელმწიფო დგას უამრავი გამოწვევების წინაშე და ჩვენი პრობლემები შესაძლოა არც თუ ისე პრიორიტეტულია. თუმცა, დამატებითი ბარიერების ფონზე ჩვენთვის ასეთ რეჟიმში შეუძლებელი ხდება ფუნქციონირება და ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობას ვერ დავაყენებთ საფრთხის ქვეშ. წვიმიან ამინდში ფეხით გადაადგილების გამო რამდენიმე მათგანს უკვე აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და დღეიდანვე შესაძლოა რამდენიმე ფილიალი ვერ გაიხსნას.

იმედს ვიტოვებთ რომ უახლოეს მომავალში შესაბამისი სამთავრობო უწყებები: თბილისის მერია / Tbilisi City Hall , ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეძლებენ და მოგვაქცევენ ყურადღებას რომ ახლო მომავალში კვლავ შევძლოთ თქვენი მომსახურება.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!“, - ნათქვამია განცხადებაში.