მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზოოპარკში ვეფხვს COVID-19 დაუდასტურდა - BBC

5e8ae0dbc9b43
ნათია თაქთაქიშვილი
06.04.20 12:11
1263
ნიუ-იორკში, ბრონქსის ზოოპარკში, როგორც ვეტერინარული სერვისების ეროვნული ლაბორატორია აცხადებს, ვეფხვს COVID-19-ი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, 4 წლის ნადიას (ვეფხვის სახელია) და კიდევ 5 ცხოველს, კერძოდ, ვეფხვებსა და ლომებს ვირუსზე ანალიზები მას შემდეგ აუღეს, რაც მათ რესპირატორული დაავადების სიმპტომები გამოუვლინდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხოველებს ვირუსი, სავარაუდოდ, მომვლელისგან გადაედოთ.

”ეს პირველი დადასტურებული შემთხვევაა მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც ადამიანმა ცხოველი კორონავირუსით დააინფიცირა“, - აცხადებს ზოოპარკის მთავარი ვეტერინარი პოლ კალე.

როგორც ზოოპარკის მთავარი ვეტერინარი აცხადებს, ის აპირებს აღნიშნული საკითხის შესწავლას სხვა ზოოპარკებთან და ინსტიტუტებთან, რომლებიც  Covid-19 გადაცემას იკვლევენ.

ექსპერტები აცხადებენ, რომ შესაძლოა, ვირუსმა დიდი საფრთხე შეუქმნას ზოგიერთ გარეულ ცხოველს, მაგალითად, დიდ მაიმუნებს, გორილების და ორანგუტანებს.