05.მაისი.2016 17:45
ბიზნესი

ZP – ზაზა ფაჩულია სასტუმროების ქსელის შექმნაზე მუშაობს

ZP – ზაზა ფაჩულია სასტუმროების ქსელის შექმნაზე მუშაობს
ცნობილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ტურიზმის სექტორში აქტიურდება. რამდენიმე თვის წინ ფაჩულიამ მსოფლიოში ცნობილი სპორტული დარბაზების ბრენდი "სნეპ ფიტნესი" შემოიყვანა, რომლის პირველი ფილიალი „აქსის შოფინგში" გაიხსნა. უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი ფილიალი ჭავჭავაძის გამზირზე გაიხსნება. თბილისში ზაზა ფაჩულიამ, თანამედროვე სტანდარტების კალათბურთის აკადემიაც გახსნა. სამომავლოდ კი ფილიალების რეგიონებში გახსნაც იგეგმება.
 
ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ცნობილი სპორტსმენი სასტუმროების ქსელის შექმნაზე მუშაობს. ორი სასტუმრო კალათბურთელის ინიციალებით ZP თბილისში უკვე ფუნქციონირებს. სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი დიმიტრი მელცესოვი, „კომერსანტთან" ამბობს, რომ მარჯანიშვილის 44 ნომერში სასტუმრო სამი წელია გახსნილია. მისივე თქმით, ეს არის 4 ვარსკვლავიანი მაღალი ხარისხის სასტუმრო, 32 ნომრით, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრით, 100 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზით, ბოლო სართულზე რესტორან-ვერანდით.

სპეციალური 35-40 მანქანაზე გათვლილი პარკინგით. მელცესოვი ამბობს, რომ სასტუმრო მაღალ სეზონზე ყოველთვის გადატვირთულია, ნოემბრიდან ზამთრის ბოლომდე შედარებით იკლებს ტურისტების რაოდენობა, თუმცა მაინც აქტიურად მუშაობენ. უცხოელების 40% მათ ევროპიდან, 35% დსთ-ს ქვეყნებიდან, დანარჩენი კი გაერთიანებული საემიროებიდან სტუმრობენ. დიმიტრი მელცესოვის თქმითვე, ყოველთვის ცდილობენ მომხმარებელს ისეთი შეთავაზება გაუკეთონ, რომ მათთვის მომხიბვლელი იყოს. მისივე განცხადებით, ბაზარზე არსებულ ბრენდულ სასტუმროებთან შედარებით, განსხვავებულ ფასთა კატეგორიაში არიან და ბრენდულ სასტუმროებთან შედარებით გაცილებით მაღალი ხარისხი აქვთ. „გვაქვს უმაღლესი ხარისხის მარმარილო, როიალი, რომელიც თვითონ უკრავს, რეალურად ბუტიკ სასტუმროს კატეგორიაში გავდივართ, მაგრამ პოზიციონირებას ბიზნეს სასტუმროს კუთხით ვაკეთებთ. ჩვენთან ხარისხი და მომსახურების დონე უმაღლესია," – აცხადებს მელცესოვი. მისივე თქმით, სასტუმროში ფასები 100-115$ დან იწყება და სეზონის მიხედვით იცვლება. დაბალი ფასების დაწესების საშუალებას კი თანამედროვე ტექნოლოგიები აძლევთ, რის ხარჯზეც სასტუმრო ბევრ შეღავათს აკეთებს. ZP-ის გაყიდვების მენეჯერი ამბობს, რომ სასტუმროს იმიჯზე ზაზა ფაჩულიას ფაქტორი დადებითად აისახება, თუმცა რეალურად ბაზარზე ხარისხი და მომსახურების დონე მუშაობს.

რაც შეეხება ZP-ს მეორე სასტუმროს, რომელიც ბეთლემის ქუჩაზე მდებარეობს, ეს არის შედარებით მცირე ზომის 12–ნომრიანი სასტუმრო, თუმცა მისი განახლება მოხდა და ხელახალი გახსნა რამდენიმე დღეშია დაგეგმილი. დიმიტრი მელცესოვი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულად ახალი სასტუმრო პროექტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს მასშტაბით სასტუმროების ქსელი შეიქმნას. სასტუმროების პროექტში ჩადებული ინვესტიცია არ კონკრეტდება თუმცა მისი თქმით, ეს საკმაოდ დიდი ინვესტიციაა.

"კომერსანტი"

15.ივნისი.2019 11:20
3282

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1125

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
400

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
499

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
639

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1256

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად