მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა აღდგა

61025e85d021e
ინგა მურუსიძე
29.07.21 12:00
412
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ინტენსიური ორდღიანი გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კილომეტრზე (კალა-იფარი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

შეგახსენებთ, ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ენგურმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კმ-ზე (კალა-იფარი) რკინა-ბეტონის ხიდს გამოურეცხა მარცხენა ბურჯის საყრდენი. აღნიშნულ მონაკვეთზე 27 ივლისიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.