მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდი-თბილისის რეისზე შეფერხების გამო, მატარებელი სადგურში შესვლას დააგვიანებს - განცხადება

62e8376ee99be
BM.GE
02.08.22 00:24
566
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ზუგდიდი-თბილისის რეისზე არსებული შეფერხების გამო, მატარებელი თბილისის სადგურში შესვლას დააგვიანებს.

როგორც რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია ტექნიკური ხარვეზის გამო შექმნილი შეფერხებისთვის, მგზავრებს ბილეთების საფასურს სრულად აუნაზღაურებს.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს რკინიგზამ ასევე გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითც 9, 10 და 11 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებენ. შეზღუდვა შეეხებათ სატვირთო მატარებლებსაც. მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია.