02.აპრილი.2016 12:39
საზოგადოება

ზუგდიდის თეატრის 150 წლიანი შენობა, დანგრევის საშიშროების გამო, მომავალი თვიდან დაიხურება (ფოტო)

ზუგდიდის თეატრის 150 წლიანი შენობა, დანგრევის საშიშროების გამო, მომავალი თვიდან დაიხურება (ფოტო)
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი დანგრევის პირასაა. დაზიანებულ შენობაში უკვე რამდენიმე წელია ოთახების ნაწილი უსაფრთხოების მიზნით გაუქმებულია. მომავალ წელს თეატრს 150 წელი უსრულდება, თუმცა თეატრის დასი საიუბილეო თარიღს თეატრის ისტორიულ შენობაში ვეღარ შეხვდება. მომდევნო თვიდან თეატრი მუშაობას ზუგდიდის კულტურის სახლში გააგრძელებს, სადაც ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
ზუგდიდის თეატრი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. როგორც ქალაქის ვიცე-მერი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, თეატრი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაინგრეს. გია გულორდავა ამბობს, რომ ქალაქმა საკუთარი სახსრებით მხოლოდ კულტურის სახლის გარემონტება შეძლო, სადაც ზუგდიდის თეატრის დასი გააგრძელებს მუშაობას.

"სამხრეთ კორეული ფირმასთან ვმუშაობდით, რომელიც მზად იყო თეატრის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 1%-ში, 30 მილიონიანი სესხი გამოეყო. პროექტით სრულად მოხდებოდა შენობის აღდგენა, დარჩებოდა მხოლოდ წინა ფასადი. დღეს შენობა შესაძლოა ნებისმიერ წუთს ჩამოიშალოს და ამას მსხვერპლი მოყვეს. სამწუხაროდ, ფინანსთა სამინისტროსგან მხარდაჭერა ვერ მივიღეთ, რის გამოც სამხრეთ კორეულ ფირმასთან შეთანხმება ვერ შედგა", - აცხადებს გია გულორდავა. როდის გამოიყოფა, ზუგდიდის თეატრის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხები, ქალაქის მერი ვერ აკონკრეტებს.

თეატრში რამოდენიმე კვირის წინ, მისაღებ ოთახში ჭერი ჩამოინგრა. როგორც თეატრში განმარტავენ, ადგილზე მდგომარეობას გაეცნო კულტურის სამინისტროს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც, რომელმაც შესაბამისი დასკვნა უნდა წარადგინოს.

25.აპრილი.2019 18:00
0

Ge.Domains - პირველი Cloudflare-ის სერთიფიცირებული პარტნიორი საქართველოში

ვრცლად
25.აპრილი.2019 16:30
56

სააღდგომოდ სასაფლაოებისკენ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

ვრცლად
25.აპრილი.2019 16:22
56

გურამ წიბახაშვილის გამოფენა - "ზამთარი გადატანილია", თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა

ვრცლად
25.აპრილი.2019 16:15
50

ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული მეტროს შახტის რეაბილიტაცია დაიწყო

ვრცლად
25.აპრილი.2019 14:55
551

თორნიკე რიჟვაძე ელექტრომობილებზე: უსაფრთხოების ხარჯზე კომპრომისებს ვერ დავუშვებთ

ვრცლად
25.აპრილი.2019 14:03
1306

შსს დანაშაულის პრევენციის მიზნით მოქალაქეებს აჩერებს და ამოწმებს

ვრცლად