"გარკვეული ხარვეზი იყო შესრულებულ სამუშაოებში, თუმცა 2024 წლის პირველ კვარტალში ზუგდიდს უკვე ექნება UEFA-ს მე-3 კატეგორიის სტადიონი, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისად და აბსოლუტურად ყველა საინჟინრო ელემენტი იქნება სრულად გათვალისწინებული", - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის შეკითხვას ზუგდიდის სტადიონის გაჭიანურებული სამუშაოების და ვადაგადაცილებული დასრულების შესახებ.
როგორც ირაკლი ქარსელაძემ განმარტა, ზუგდიდის სტადიონი თავდაპირველად აშენდა ადგილობრივი თვითმართველობის დაფინანსებით, თუმცა შემდგომ იქ გამოვლენილი ხარვეზებისა და პრობლემების გამო კონკრეტული პირები პასუხისგებაში იქნენ მიცემული. მისივე თქმით, სამუშაოები ჩატარდა არასრულყოფილად, კერძოდ, გასახდელებისა და შიდა სივრცეების მოპირკეთებისას არ იყო გამოყენებული თბოიზოლაცია, რითაც დაზიანდა სამუშაოები და საჭირო გახდა ადაპტაციის პროექტის მომზადება.
"ფაქტობრივად მეორე შუალედური ფაზა უკვე წელს დასრულდება და პარალელურად ივნისის ბოლოს ველოდებით ექსპერტიზას ადაპტირებულ პროექტზე. ფაქტია, რომ ეს არ არის პროექტის განვითარების ნორმალური თანმიმდევრობა, მაგრამ არის გარკვეული მოცემულობები რომლისთვისაც ჩვენ ყველაზე ეფექტურ გადაწყვეტას ვიყენებთ და ზუგდიდი ალბათ ამის კონკრეტული მაგალითია.“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო