06.მარტი .2020 16:10

ზუგდიდში 1123 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

views 158
უკან

4 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში, 1123 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

როგორც bm.ge-ის შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, ხოლო ერთ შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა