22.ნოემბერი .2019 09:00

ზუგდიდში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყება

views 922
უკან

ზუგდიდში კომპანია m2 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას იწყებს - ამის შესახებ, სამეგრელო ზემო სვანეთის გუნერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ Bm.ge-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ელოდებიან იმ პროექტის დასრულებას, რომელიც ყინულის მოედნის გადატანას ითვალისწინებს. სასტუმრო სწორედ ამ გამოთავისუფლებულ ადგილზე აშენდება.

„პროექტი, რომელსაც m2 ზუგდიდში განახორციელებს, თავისი კონცეფციით მაქსიმალურად მორგებული იქნება იმ გარემოზე, რომელიც რეგიონშია და მაქსიმალურად ჯდება ბოტანიკური ბაღისა და მუზეუმის ინფრასტრუქტურაში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია რეგიონში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, რადგან ის ელემენტები, რასაც ტურიზმის ინდუსტრია ითხოვს, მაგალითად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და გზები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზუგდიდს მოწესრიგებული აქვს. ის სანახაობები და ღირსშესანიშნაობები, რისთვისაც უნდა გვესტუმრონ, გვაქვს და გამორჩეულია ამ თვალსაზრისით რეგიონში.

ახლა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროც დაემატება და საბოლოოდ, ჩვენ გვექნება საშუალება, ვუმასპინძლოთ, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმარს და დავხვდეთ ღირსეულად“, - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა განაცხადა, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ასაშენებლად დაახლოებით 8 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და პროექტი იქნება საინტერესო, როგორც ვიზუალური, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისითაც.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა