06.სექტემბერი .2020 09:50

ზუგდიდში ფესტივალი „თხილობა 2020“ იმართება

views 361
უკან

დღეს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ზუგდიდში ფესტივალი „თხილობა 2020“ იმართება.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი „თხილობა 2020“ მიზნად ისახავს თხილის წარმოების პოპულარიზაციას, ფერმერების ხელშეწყობას და აღნიშნულ დარგში არსებული მიღწევების და სიახლეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა.

"ბოლო წლების მანძილზე მეთხილეობისთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა აზიური ფაროსანა, რომლის წინააღმდეგაც გატარდა მასშტაბური და კომპლექსური ღონისძიებები, მოქმედებს სხვადასხვა პროექტი ფერმერთა მხარდასაჭერად, შემუშავდა „თხილის გადარჩენის პროგრამა”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: 3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 1 797 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 81% -ით აღემატება.

2020 წელს თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა, ხოლო ექსპორტიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი, დაახლოებით, 100 მლნ აშშ დოლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა