მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სასაფლაოები დაიხურება

5e983e1a9cf5a
ინგა მურუსიძე
16.04.20 15:15
783

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონის დიდ ქალაქებში, ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სადღესასწაულოდ სასაფლაოები დაიხურება. 


,,ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში სასაფლაოები დაიხურება. ეს ხდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას დაემორჩილონ მოთხოვნებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები რასაც სპეციალისტები გასცემენ“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.